სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა წილი მთლიანი დასაქმების 19.8%-ს შეადგენს. ამის შესახებ საუბარია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ სტრატეგიულ დოკუმენტში, „საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების გრძელვადიანი კონცეფცია 2023“. დოკუმენტის თანახმად,  სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულთა  უმეტესი ნაწილი საკუთარ მეურნეობაში, მცირე მიწაზე მუშაობს.

საქართველოში მეურნეობათა 73.1% ერთ ჰექტრამდე მიწას ამუშავებს, 25% - ერთიდან ხუთ ჰექტრამდე და მხოლოდ 1.5% ამუშავებს ხუთ ჰექტარზე მეტ მიწას. მცირემიწიანობა აფერხებს მსხვილი სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებას და მასშტაბის ეფექტით სარგებლობას.

2012 ელთან შედარებით, 2018 წელს ნათესი ფართობები 20%-ით შემცირდა. ყველაზე მეტად შემცირდა სიმინდით ნათესი ფართობები. მოსავლის ჯამური მოცულობის კლების მიუხედავად, მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე დადებითია თითქმის ყველა ერთწლიანი კულტურის პროდუქტიულობაში