სასათბურე მეურნეობა „აგროსფეისი“ იყიდება. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა, ნუცა სალუქვაძემ „აგროპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, შპს-ს ბალანსზე არსებული ყველა უძრავ-მოძრავი აქტივის რეალიზაცია იგეგმება. მათ შორის როგორც სათბურის, ისე სამაცივრე მეურნეობის, მანქანა-მაცივრების და სხვა.
ნუცა სალუქვაძის თქმით, „აგროსფეისის“ შეძენით როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი ინვესტორები ინტერესდებიან.
"აგროსფეისის" ბალანსზე 3 ჰექტარი მიწაა, სასათბურე მეურნეობაა კი 5 500 კვ. მეტრ ფართობზეა განთავსებული. სათბურში მარწყვი მოგვყავს და სანამ არ გავყიდით, ჯერ არ შეგვიჩერებია პროდუქციის წარმოება. ადგილზე, მცირე ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, სხვა კულტურის წარმოებაც შეიძლება.“-აღნიშნა ნუცა სალუქვაძემ.
ცნობისთვის, სასათბურე მეურნეობა „აგროსფეისმა“ ოპერირება 2020 წელს დაიწყო. სათბური მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდში მდებარეობს. მეურნეობაში, რომელიც ჯამში 3 ჰექტარს აერთიანებს, მარწყვის ბაღი ნახევარ ჰექტარს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ აქ 15-მდე ადგილობრივია დასაქმებული.