მიმდინარე წლის 2 ნოემბრიდან შპს "საქართველოს მელიორაცია" სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადადის.

აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, კომპანიის მიმართ არსებული სამელიორაციო მომსახურების საფასურის გადახდა ახალი საბანკო რეკვიზიტების გამოყენებით უნდა განხორციელდეს.

აღსანიშნავია, რომ 2 ნოემბრიდან კომპანიის ძველ საბანკო რეკვიზიტებზე თანხის ჩარიცხვა აღარ იქნება შესაძლებელი.