თევზის გადამმუშავებელი საწარმოს "უმალის" პროდუქციით ამ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივი ბაზარი მარაგდება.
როგორც კომპანიის დირექტორი გენო ნასყიდაშვილი ამბობს, ბაზრის 40-45% აქვთ ათვისებული, თუმცა მიზანია, ეს მაჩვენებელი 70-80%-მდე გაიზარდოს.
მისი თქმით, მათი ძირითადი პროდუქტებია სკუმბრია, ქაშაყი, ქაშაყის ფილე, მოივა. თევზი ნორვეგიიდან შემოაქვთ.
"ქართულ ბაზარზე იაფფასიანი თევზი უფრო კარგად იყიდება, ვიდრე ძვირად ღირებული. ძვირად ღირებულს უფრო დღესასწაულებზე ყიდულობენ", - ამბობს გენო ნასყიდაშვილი "ბიზნესი რუსთავი 2"-თან.
"უმალი" წარმოების გაზრდას გეგმავს, რადგან ექსპორტზე გავიდეს.
"ვაპირებთ, წარმოება გავზარდოთ რადგან შევძლოთ ექსპორტზე გატანა. იმედი გვაქვს, ომი მალე დამთავრდება და უკრაინასთან ვითანამშრომლებთ, ასევე აზერბაიჯანთან", - აღნიშნა გენო ნასყიდაშვილმა.