მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან დღემდე საქართველოდან 29.3 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 19.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მანდარინის მოცულობა 17.1 ათასი ტონით, 141% -ით, ხოლო ღირებულება - 12.7 მლნ აშშ დოლარით, 191%-ით  გაიზარდა.