ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში, სამართალდარღვევის 37 ფაქტი გამოავლინეს.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 37 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 116 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 37 ფაქტიდან 2 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 8 - სამცხე-ჯავახეთის, 8- გურიის, 12 - ქვემო ქართლის, 5 - კახეთის და 2 - შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-სექტემბრის თვეში, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 455 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1209 კუბური მეტრი შეადგინა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, 2025 წლის იანვრის თვიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 54 ფაქტი.
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის სექტემბერში, სამართალდარღვევის 37 ფაქტი გამოავლინეს

"ჭრებალოს მარნის" მენეჯერის, ნათია ლოლუას შეფასებით, საქართველოში ბიო მევენახეობის განვითარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ვენახებში შხამქიმიკატების ფართო გამოყენება სერიოზულ პრობლემად რჩება.მარნის მენეჯერის აზრით, ყურძნისთვის დიდი რაოდენობით ქიმიური დანამატის მიღება უნდა აიკრძალოს, ხოლო ბიო მევენახეობის ხელშეწყობა ქვეყნის ღვინის ინდუსტრიას ჯანსაღი განვითარებისა და მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნის შესაძლებლობას მისცემს."საქართველოში ბიო მევენახეობა, კიდევ უფრო თუ განვითარდება მივესალმები, რადგან ვენახები იმდენი შხამქიმიკატით იწამლება ადამიანმა არ შეძლება მოიხმაროს. ზოგად ჭრილში კი, ყურძნისთვის ამდენი დანამატის მიცემა უნდა აიკრძალოს. ბიო მევენახეობა, თუ განვითარდება და ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ, ბაზარზე ღვინის დეფიციტი არ შეიქმნება, შეიძლება მოსავლის რაოდენობა შემცირდეს, მაგრამ ფასის დიაპაზონი გაიზრდება - ჩვენს ნიშას დავიკავებთ და რაც მთავარია, ჯანსაღ პროდუქტს შევქმნით", - აღნიშნავს ტურისტული ობიექტის წარმომადგენელი.ნათია ლოლუას ინფორმაციით, ფინანსური თვალსაზრისით, ბიო მევენახეობა უფრო ეკონომიურია, ვიდრე ქიმიური დანამატებით ყურძნის წარმოება."ფინანსური კუთხით, რომ გესაუბროთ, ვენახისთვის ათასი სახის დანამატები გაცილებით დიდ თანხაზე ადის, ვიდრე ბიო მიმართულებით ღვინის წარმოება. რაც შეეხება პრობლემატურ საკითხს - მევენახეებს ხშირად ვენახი მიჯრით აქვთ, ანუ ერთი მეღვინე, თუ შხამქიმიკატს იყენებს, შენ ბიო მიმართულებას მიჰყვე რთულია, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვერიდებით, ქიმიურ დანამატებს არასდროს ვიყენებთ. მოთხოვნას, რაც შეეხება ჩვენს მარანში ბიო ღვინოს იშვიათად ითხოვენ, ძალიან კარგი იქნება, თუ პოპულარული გახდება", - აღნიშნავს ნათია ლოლუა.ღვინის მარნის წარმომადგენელი ზაფხულის სეზონზე მომხმარებლების რაოდენობის შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით, გაზრდილი იყო. ნათია ლოლუას ცნობით, ზრდის მიზეზები კომპლექსურია, თუმცა ზოგად ჭრილში - რაჭის მიმართ ტურისტული ინტერესი გაიზარდა. ამასთან, ობიექტზე არსებულ რესტორანს მეორე დარბაზიც დაემატა, შესაბამისად, ახლა უკვე მეტი მომხმარებლების მიღება შეუძლიათ."ზაფხულის სეზონი დატვირთული იყო. სტუმრების უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობა გახლდათ, განსაკუთრებით თბილისიდან ჩამოდიოდნენ. უცხოეთიდან ამ ეტაპზე, ებრაელი ვიზიტორები არიან. ზოგადად, საკუთარი მომხმარებელი გვყავს, რომლებსაც ჩვენი პროდუქცია ძალიან მოსწონს. დრო გადის, ბაზარზე აქტიურად ვოპერირებთ, ამიტომ მომხმარებლების რაოდენობაც იზრდება. ამასთან, სოციალურ ქსელში აქტიურები ვართ, ძალიან დიდ ყურადღებას სწორ მარკეტინგულ ჩართულობას ვუთმობთ", - აღნიშნავს ღვინის მარნის მენეჯერი.ნათია ლოლუა წარმადობის შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ კომპანია წელიწადში 300 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს."ადგილობრივი რაჭა-ლეჩხუმის ჯიშებისგან ვაწარმოებთ სხვადასხვა, ტრადიციულ, ახალ ღვინოს, რომელიც ჩვენ შევქმნით. საექსპორტო ბაზრის გაფართოებას, ამ ეტაპზე, არ ვგეგმავთ. ექსპორტზე, მაგალითად, აშშ-ში, გერმანიაში გავდივართ. ასევე ადგილობრივ ბაზარზეც ვართ წარმოდგენილი, 8 000-ს მოსავალში შეგიძლიათ, გვნახოთ. ერთი ბოთლი ღვინის საშუალო დიაპაზონი 25 ლარიდან 50 ლარამდე მერყეობს", - აცხადებს ნათია ლოლუა.ცნობისთვის, მარანი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭრებალოში, ხვანჭკარის ზონაში მდებარეობს. ვენახის ფართობი 10 ჰექტარია. განთავსებულია 1896 წელს აშენებულ ისტორიულ შენობაში მდინარე ასკის პირას, ხოლო ვენახი გაშენებულია სოფ. ჟოშხაში, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე.კომპანიის მფლობელები წარმოადგენენ თავად სოფელ ჭრებალოს დამფუძნებლების შთამომავლებს, სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა სოფ. ჭრებალოს ისტორიულ შენობაში ღვინის საწარმოსა და მარნის დაარსება. "ჭრებალოს მარანი" რაჭა-ლეჩხუმის რჩეული ვენახებიდან 6 სახეობის ქვევრის, მშრალ და ნატურალურად ნახევრად ტკბილ ღვინოებს აწარმოებს. მარანში ხდება ასევე ჭაჭის წარმოებაც.bp.ge
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე დათესილი კულტურების ინსპექტირება განახორციელეს.ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის სპეციალისტების მიერ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო ნათესებიდან შერჩევითი წესით აღებულია კარტოფილის, სიმინდის, ხორბლის, ქერის, იონჯას, საზამთროსა და პომიდვრის 30 ნიმუში.ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ არც ერთი სახეობა არ შეიცავს გმო მარკერს, რაც ადასტურებს, რომ ისინი ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს არ წარმოადგენს.საქართველოში ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში კულტივირება აკრძალულია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ქვეყნის მასშტაბით მცენარეების სხვადასხვა სახეობას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობაზე 2015 წლიდან დღემდე სისტემატურად ამოწმებს. დღემდე დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მიერ სულ შემოწმებულია 4923,93 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და აღებულია 332 ნიმუში. მათგან გმო მარკერები დადგინდა მხოლოდ იონჯას კულტურაში (2 შემთხვევა). ორივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ნატახტარში მდებარე გაყინული პურ-ფუნთუშეულის საწარმო შპს „ფუდ ალიანსი“ დაათვალიერა.დავით სონღულაშვილმა ქვეყანაში წარმოების ზრდის ტენდენციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სახელმწიფო პროგრამებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა აგრარული დარგის განვითარებაში. შედეგად, გაზრდილია წარმოება. ქართული პროდუქცია საკუთარ ადგილს იმკვიდრებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.შპს „ფუდ ალიანსი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანიამ წარმოების გაფართოებისა და ტექნოლოგიური განახლებისთვის არაერთხელ ისარგებლა პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“. საწარმოს, რომელიც 80-მდე სახეობის პროდუქციას აწარმოებს, 135 დასაქმებული ჰყავს.პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს მასშტაბით, ჰორეკა სექტორსა და სხვადასხვა ქსელურ მაღაზიებში ხდება. საწარმო უახლესი ტექნოლოგიებით, დანადგარებით და სამაცივრე მოწყობილობებით არის აღჭურვილი; დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი - FSSC 22000.აღსანიშნავია, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, 2013 წლიდან 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მხოლოდ პურ-პროდუქტების წარმოების მიზნობრიობით ბანკების მიერ გაიცა 29 მილიონი ლარის ღირებულების 8 სესხი, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსებამ 5.5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში ალექსანდრე ზაგაშვილი, მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მეღვინეობა "ითაბანის" დამფუძნებლის, რატი კოჭლამაზაშვილის ინფორმაციით, მცირე მარნებს უზარმაზარი კონკურენციის პირობებში, ბაზარზე გადარჩენა თუ სურთ, ბიო მევენახეობის ხაზის მიმართულებით უნდა განვითარდნენ, რადგან ნატურალური პროდუქტის შეძენით, განსაკუთრებით მაღალმხარჯველუნარიანი უცხოელი მომხმარებლები ინტერესდებიან.რატი კოჭლამაზაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" გამოწვევების შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ბიო მევენახეობის განვითარება დიდ ცოდნას მოითხოვს და ჩვეულებრივ ვენახთან შედარებით, სპეციფიკური მოსავლელია."მომხმარებლებს, როდესაც ქართულ ღვინოს შევთავაზებთ ხარისხი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, შემდეგ უკვე ჩვენი ისტორია და მარკეტინგული ჩართულობა მოდის. ღვინის სამშობლო ვართ და როგორც აზიელი, ასევე ევროპელი ტურისტები ამ ყველაფერს აფასებენ. რაც შეხება, უშუალოდ ბიო მევენახეობის განვითარებას - ჩემი მარანი სრულად ბიო მევენახეობას მიყვება. მცირე მარნები აღნიშნული ხაზის განვითარებით განსაკუთრებით უნდა დაინტერესდნენ, მხოლოდ ეს შესაძლებლობა აქვთ. თუ გვინდა ჩვენ (მცირე მარნები) ბაზარზე გადავრჩეთ მაღალი ხარისხის პროდუქტი უნდა ვაწარმოოთ! მაღალი ხარიხის ღვინო კი ნატურალურ მეღვინეობას უკავშირდება. აღნიშნულ ხაზს თავისი, მუდმივი მომხმარებელი ჰყავს, რომელიც შრომას აფასებს, მაღალმხარჯველუნარიანია და 1 ბოთლის გასაყიდი ფასიც მაღალია. "ითაბანში" ღვინის ფასის დიაპაზონი 25-დან 40 ლარამდე მერყეობს. ჩემი მარნის ფილოსოფიაა: ნატურალური ღვინო ვაწარმოოთ", - აღნიშნავს მეღვინე.რატი კოჭლამაზაშვილი უშუალოდ ტურისტების რაოდენობასაც მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ მარანში ვიზიტორების რაოდენობა 20%-ით შემცირდა. ფაქტის გამომწვევ მიზეზს კი, კომპლექსურ საკითხს უკავშირებს. "ღვინოს ტრადიციული მეთოდით, ქვევრში ვამზადებთ, სულ 3 ტიპის გვაქვს: რქაწითელი, ქისი და საფერავი. ზოგჯერ, ყურძენს დამატებით ადგილობრივი მევენახეებისგან ვყიდულობთ. ჯერჯერობით, ღვინოს მხოლოდ ადგილზე ვყიდით, თუმცა წელს ვენახი მსხმოიარობაში შევიდა და ადგილობრივ ბაზარზე გამოვჩნდებით. რაც შეეხება ვიზიტორებს, 80%-ი უცხოელები გვსტუმრობენ, დანარჩენი 20%-ი ადგილობრივ მოსახლეობაზე მოდის. უცხოელი ვიზიტორები შვეიცარიიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან არიან, მოკლედ, ევროპის ქვეყნები აქტიურობს. ქვევრის, ბიო ღვინო უცხოელ ვიზიტორებს განსაკუთრებით მოსწონთ. ამასთან, მარანში ვიზიტორების რაოდენობის შემცირება კომპლექსური საკითხია და ზუსტად რა ასპექტმა გამოიწვია თქმა გამიჭირდება", - აღნიშნავს მეღვინე.ცნობისთვის, ღვინის მარანი "ითაბანი" ახმეტის რაიონი სოფელი ქვემო ალვანში მდებარეობს. ვენახის ფართობი 1 ჰექტარს მოიცავს და 3 ტიპის ღვინოს რქაწითელს, ქისსა და საფერავს აწარმოებს.bp.ge
სექტემბერში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 471 ფაქტი დაფიქსირდა
"ფერმერებთან ურთიერთობა მაქსიმალურად პარტნიორულ ფორმატში წარიმართება"
9 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 247 ათასამდე ტონა ყურძენი,რთველი აქტიურია რაჭაშიც
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში გერმანელი ინფლუესერების ტური გაიმართა
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის სექტემბერში, სამართალდარღვევის 37 ფაქტი გამოავლინეს