გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა  რუსთავში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდამრღვევმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა 10 262 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში და ნაწილის ტრანსპორტირებაც განახორციელა.

სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 154 137 ლარია.

ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ბუნებრივი რესურსებით უკანონოსარგებლობისფაქტების პრევენცია, გამოვლენა დააღკვეთა, გარემოსდაცვითიზედამხედველობისდეპარტამენტისთვისპრიორიტეტია. ამმიმართულებით ეფექტიანიგარემოსდაცვითისახელმწიფო კონტროლისგანხორციელების მიზნით, დეპარტამენტისეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტპატრულირებას ახორციელებენ დაგარემოს დაცვისადა სოფლის მეურნეობისსამინისტროს ცხელ ხაზზე(153) შემოსულ თითოეულშეტყობინებაზე მყისიერრეაგირებას ახდენენ.