შპს საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა წყალსარგებლობის განრიგის მნიშვნელობასა და სარწყავი წყლის მიწოდების მექანიზმებზე ისაუბრა.

მისი თქმითწყალსარგებლობის განრიგის დროული შეთანხმება მომხმარებლებს სარწყავი წყლის სტაბილურ და შეუფერხებელ მიწოდებას უზრუნველყოფსაღნიშნული მექანიზმი საშუალებას აძლევს კომპანიას წინასწარ დაგეგმოს რესურსები და ეფექტიანად მოემსახუროს ფერმერებს.

წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების საწყის ეტაპზე წყალმომხმარებელს არანაირი ფინანსური ვალდებულება არ წარმოეშობაკომპანია ვალდებულიაფერმერს მისთვის სასურველ ადგილსა და პერიოდში მიაწოდოს საჭირო რაოდენობის სარწყავი წყალიხოლო მომსახურების საფასურს წყალმომხმარებელი გადაიხდის 15-დღიანი მორწყვის ციკლის დასრულების შემდეგმომდევნო თვეშიმხოლოდ მაშინროდესაც რწყვის ოპერაცია ჩატარდება,“ - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

მისივე განმარტებითფერმერებს აქვთ მოქნილი შესაძლებლობა შეცვალონ ან გააუქმონ შეთანხმებული გრაფიკირწყვის ოპერაციის გაუქმება შესაძლებელია მომსახურების დაწყებამდე 20 დღით ადრეხოლო სხვა პერიოდზე გადატანა - 10 დღით ადრეიმ შემთხვევაში კითუ წყალმომხმარებელი არ ისარგებლებს დაგეგმილი მომსახურებითმას საფასურის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება.

გენერალურმა დირექტორმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზერომ სარწყავი წყლის შეუფერხებლად მიღებისთვის აუცილებელიაფერმერებმა დროულად მიმართონ საქართველოს მელიორაციის“ სერვისცენტრებს და გააფორმონ შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულებები.