მსურს ხაზი გავუსვა საქართველოსა და სერბეთს შორის კავშირებს, რომლებიც მყარ საფუძველს ქმნის ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე მეტყველებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვაფასებთ სერბეთის გამოცდილებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში და გამოვხატავთ მზაობას საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებობს თანამშრომლობის პოტენციალი ხარისხის სტანდარტების და სერტიფიცირების სისტემების დანერგვის გამოცდილების გაზიარების მიმართულებებით.

საუბარი შეეხო ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის, მიწის მდგრადი მართვისა და ორგანული მეურნეობის განვითარებაში.

მოხარული ვარ, რომ შევხვდი ჩემს კოლეგას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს დავით სონღულაშვილს. ჩვენ ვისაუბრეთ, თუ როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა და ხანგრძლივი პარტნიორობა, რომელიც კიდევ უფრო განმტკიცდა გასული წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტის სერბეთში ბოლო ვიზიტის შემდეგ. მჯერა, რომ ჩვენი დარგობრივი თანამშრომლობა, რომელიც მაღალ ნიშნულზეა, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. ჩვენი სოფლის მეურნეობის სექტორებს აქვთ ერთმანეთის გაძლიერების რესურსი, რადგანაც ბევრი საერთო გვაქვს, მათ შორის ძლიერი ღვინის კულტურა.

საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ღვინის სფეროში ხანგრძლივი ტრადიცია და ღვინის წარმოების გამორჩეული მეთოდები აქვს“, - განაცხადა მინისტრმა დრაგან გლამოჩიჩმა.

სერბეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სატყეო და წყლის მართვის მინისტრ დრაგან გლამოჩიჩთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში თამარ ლილუაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი.