სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტში მეკარტოფილე ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრა მიმდინარე წელს აჭარის მაღალმთიანი რეგიონის ფერმერებისთვის სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ კარტოფილის უვირუსო ქართული ჯიშის სუპერელიტური სარგავი მასალის გადაცემას უკავშირდებოდა და მიზნად ფერმერებისთვის აგროტექნოლოგიური რეკომენდაციების გაცნობასა და ხარისხიანი სათესლე მასალის წარმოების ხელშეწყობას ისახავდა.
პროექტის ფარგლებში სარგავი მასალა ფერმერებში გავრცელდა და კარტოფილის სარგავი მასალის წარმოებისთვის განკუთვნილს ნაკვეთებზე განთავსდა. ცენტრის სპეციალისტების განმარტებით, აღნიშნული ჯიში სერტიფიცირებული და გამოცდილია, მაღალხარისხიანი სარგავი მასალის წარმოებისა, რომელიც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანი საპროდუქტე კარტოფილის მიღებას .
შეხვედრის ფარგლებში ფერმერებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ცენტრის მიერ გადაცემულ კარტოფილის ჯიშებზე, სერტიფიცირებული მასალის წარმოებაზე, აგრობიოლოგიურ მახასიათებლებბზე, აგროტექნიკურ ღონისძიებებზე, დაავადებების მართვისა და მაღალმთიან პირობებში მოვლა-მოყვანის სპეციფიკის შესახებ.
შეხვედრისას ლევან უჯმაჯურიძემ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზეც ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ცენტრის პრიორიტეტებზე, მათ შორის, ქართული ადგილობრივი ჯიშების აღდგენის, პირველადი მეთესლეობის, სანაშენე საქმიანობის განვითარებისა და ტრადიციული კულტურების ადგილწარმოშობის რეგიონებში შენარჩუნების მნიშვნელობაზე.
„სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისთვის მნიშვნელოვანია ფერმერების მხარდაჭერა როგორც ხარისხიანი სარგავი და სათესლე მასალით, ისე ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებით. აქტიურად ვმუშაობთბმ მცენარეთა და ცხოველთა ქართული ადგილობრივი ჯიშების აღდგენის მიმართულებით, რათა გაძლიერდეს ადგილობრივი წარმოება და თანამედროვე თტექნოლოგიების გამოყენებასთან ერთად , შენარჩუნდეს ჩვენი აგრონომიული მემკვიდრეობა,“ -აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.
შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და მეკარტოფილე ფერმერები ესწრებოდნენ.







