შპს „საქართველოს მელიორაცია“ რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობ მასივს  აწესრიგებს. მათივე ინფორმაციით, ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტში, სოფელ შუხუთის ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან 2,8 კილომეტრამდე სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორული და შემკრები არხები იწმინდება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაუმჯობესდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 15 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება და აგროწარმოების შესაძლებლობა გაიზრდება. დამშრობ მასივზე სამუშაოები მაისის ბოლოს დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში გურიის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დრენირებულია

2175  ჰექტარი მიწის ფართობი, ხოლო ჭარბი წყლის მოცილების სამუშაოები 14 470 ჰექტარ მიწის  ფართობზე განხორციელდა.