შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობ მასივზე, სოფელ გვიმბალაურში, გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში დანალექი მასისგან იწმინდება დამშრობი ქსელის შემკრები არხების ცალკეული მონაკვეთები, საერთო ჯამში, სიგრძით 2 500-მეტრიანი მონაკვეთი.

ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სადრენაჟე სისტემა ეფექტიანად და გამართულად იმუშავებს 40 ჰექტარ მიწის ფართობზე, რაც ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო მიწების მდგომარეობის გაუმჯობესებას.

სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.