"სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტში 145%-იანი ზრდა გვაქვს“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორში“ სტურმრობისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნობის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. ნინო თანდილაშვილის განმარტებით, მუშაობა ბაზრების დივერსიფიცირების მიმართულებით უნდა გაგრძელდეს.
„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ბაზარზეც წარმოდგენილია ადგილობრივი პროდუქცია და ამასთან, ევროკავშირის ბაზარზეც ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ გავიტანოთ პროდუქტები. მაგალითად თხილი, რომლის მხარდამჭერი პროგრამა წელს დავიწყეთ. მხოლოდ ამ პროგრამისთვის 21 მილიონი ლარი დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება იმისთვის, რომ ფერმერებმა ხარისხიანი პროდუქციის მოყვანა შეძლონ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში წარმოებული თხილის 70% გადის ევროკავშირის ბაზარზე. ეს ყველაფერი მოიტანა ასოცირების შეთანხმებამ. ყოველწლიურად ჩვენი ფერმერები არაერთ გამოფენაში იღებენ მონაწილეობას.“-აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, საქართველომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ევროკავშირის 200-მდე ახალი სტანდარტი და რეგულაცია უნდა დანერგოს. აქედან 129 სტანდარტი კი უკვე გადმოტანილია ეროვნულ კანონმდებლობაში.
„ეს ყველაფერი გვჭირდება იმისთვის, რომ უფრო მეტი ქართული კომპანია მოხვდეს ევროკავშირის ბაზარზე და ეს პროდუქცია, რა თქმა უნდა, იყოს კონკურენტუნარიანი.“-აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა