ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი პოლონური მარკეტინგული კომპანია People PR-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია პოლონეთის ქალაქ გდანსკში გაიმართა.
ღონისძიებას ღვინის პროფესიონალები HoReCa - სასტუმრო, რესტორანი, კაფე - სექტორიდან დაესწრნენ.
პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ქართული ღვინო ხელმისაწვდომია როგორც HoReCa სექტორში, ისე ქსელურ მარკეტებსა და ღვინის მაღაზიებში.
მიმდინარე წელს პოლონეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანია People PR-ი წარუძღვება, რომელთანაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2022 წლიდან თანამშრომლობს.
სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, 2026 წელს, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები პოლონეთში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის გაიმართება; განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; ქართულ ღვინოსთან ერთად, წარმოჩენილი იქნება ქართული ღვინის კულტურა, ქართული სამზარეულო; საქართველოში მოეწყობა ღვინის პროფესიონალების ტურები.





