სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში,  არაგეგმურად შეამოწმეს ფიზიკური პირის  ბ. შ. (მის: ჩხოროწყუ, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) ფრინველთა და ცხოველთა სასაკლაო.

ბიზნესოპერატორი  ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და  სავალდებულო აღიარების  გარეშე საქმიანობდა. შემოწმების პროცესში  ჰიგიენური ნორმების დარღვევასთან ერთად, გამოვლინდა რომ ცხოველის და ფრინველის დაკვლა, ვეტერინარული  ზედამხედველობის გარეშე ხორციელდებოდა.

გამოვლენილი შეუსაბამობების გამო ფიზიკური პირი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს სურსათის მწარმოებლებს და რეალიზატორებს დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი უვნებლობის მოთხოვნები.