ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე ე. გ. -ის (მისამართი: გარდაბანი, სოფელი სართიჭალა)  კუთვნილი ცხოველთა სასაკლაო შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევბის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

ინსპექტირების შედეგად ობიექტზე განმეორებით დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები. გარდა ამისა, აღმოჩნდა,  რომ ბიზნესოპერატორი სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

აღნიშული დარღვევების გამო მეწარმე დაჯარიმდა და  საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო კანონმდებლობით გათვალისწინებულ  ღონისძიებებს ატარებს.