სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტმა, ბენუა გლაუდიმ, სურსათის კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტებისთვის თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი ჩაატარა.
ათი დღის განმავლობაში ლაბორატორიის თანამშრომლებმა პესტიციდების ნარჩენების კვლევის მიმართულებით ახალი მეთოდოლოგიის დანერგვის საკითხები შეისწავლეს და პრაქტიკული გამოცდილება გაიღრმავეს.
ტრენინგის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე კვლევითი მიდგომების გაცნობას, ახალი მეთოდოლოგიის პრაქტიკაში დანერგვასა და ლაბორატორიული კვლევების შესაძლებლობების გაძლიერებას.
საერთაშორისო ექსპერტის გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში დიაგნოსტიკური შესაძლებლობების გაფართოებასა და ევროკავშირის მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობის კიდევ უფრო გაძლიერებას.






