თხილის ექსპორტის ღირებულება მზარდია . თებერვალში საქართველოდან ექსპორტირებულია 19.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1.7 ათასი ტონა თხილი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის რაოდენობა 33%-ით (407.4 ტონა), ხოლო ღირებულება 2.2-ჯერ (10.4 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია ( იტალია , ესპანეთი , გერმანია , საფრანგეთი , საბერძნეთი ), სადაც 2025 წლის 1 აგვისტოდან 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით ექსპორტირებულია 9. 9 ათასი ტონა თხილი. 944 ტონა თხილი აგრეთვე ექსპორტირებულია სირიაში, 511 ტონა სომხეთში და 473 ტონა რუსეთში.