გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. 

მინისტრმა ბესიკ ამირანაშვილს წარმატება უსურვა იმ მნიშვნელოვანი საქმიანობის განხორციელებაში, რომელიც საქართველოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას გულისხმობს. 

მინისტრის განცხადებით, ხელმძღვანელის პოზიციაზე პროფესიონალი და გამოცდილი კადრი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სააგენტოს სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად. დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს ყოფილ თავმჯდომარეს, ბესიკ კუსიდს გაწეული საქმიანობისთვის და დაცული ტერიტორიების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. 

ბესიკ ამირანაშვილი პროფესიით იურისტია. ის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას იკავებდა. აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.