2024 წელს საქართველოში 2 452.5 ტონა თევზი აწარმოეს.ეს კი 17 ტონით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით. ამის შესახებ „საქსტატის“ აკვაკულტურის სექტორის ყოველწლიურ მიმოხილვაშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით,  საქართველოში თევზის წარმოება ბოლო მეოთხე წელია მცირდება. მათ შორის, 2021 წელს  - 2 861.1 ტონა თევზი იქნა წარმოებული, 2022 წელს  - 2 791.7 ტონა, 2023 წელს  - 2 469.5 ტონა, 2024 წელს  - 2 452.5 ტონა.

ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში ყველაზე მეტი, 1 191.7 ტონა ცისარტყელა კალმახი აწარმოეს. მეორე ადგილზეა კობრისებრი ჯიშის თევზი, კერძოდ:

  • ორაგულისებრნი (მათ შორის ცისარტყელა კალმახი) - 1 206.9 ტონა
  • კობრი და სარკისებური კობრი - 463.3 ტონა
  • თეთრი ამური - 153.6 ტონა
  • თეთრი და ჭრელი სქელშუბლა - 299.1 ტონა
  • ზუთხისებრნი - 278.6 ტონა
  • ლოქოსებრნი - 37.4 ტონა
  • სხვა - 0.6 ტონა

„საქსტატის“ მიხედვით, გასულ წელს ყველაზე მეტი თევზი - 988.6 ტონა  კახეთში აწარმოეს. მეორე ადგილზეა შიდა ქართლი  750.3 ტონა თევზით, მესამე ადგილზე  გურია -  199.6 ტონით.  შემდეგ მოდის  სამეგრელო-ზემო სვანეთი - 56.9 ტონა, იმერეთი - 87.0 ტონა , სამცხე-ჯავახეთი - 141.8 ტონა, აჭარია არ - 122.7 ტონა, დანარჩენი რეგიონები - 105.6 ტონა.