მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით, საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტებისთვის გარემოსდაცვითი მიმართულების ლექცია-სემინარები ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს.
ინიციატივის მიზანია გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა, ცნობიერების ამაღლება და მონაწილეთათვის თანამედროვე გარემოსდაცვითი გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ ცოდნის გაღრმავება. ლექცია-სემინარები დაეხმარება საპატრიარქოს კოლეჯის სტუდენტებ, როგორც თეორიული ცოდნის მიღებაში, ისე მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაში.
სასწავლო პროგრამა მოიცავს ატმოსფერული ჰაერის დაცვის საკითხებს, ჰაერის დაბინძურების გამომწვევ მიზეზებსა და მის გავლენას ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობას, საქართველოს წითელ ნუსხასა და წითელ წიგნში შეტანილი სახეობების დაცვის აუცილებლობას.







