გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, კვლევის ფარგლებში, მყინვარულ ხეობებს ვერტმფრენით შემოფრენა, საველე-ექსპედიციური გზით მყინვარული ხეობების ვიზუალური და ინსტრუმენტული მონიტორინგი, დრონების მეშვეობით გადაღება და გადაღებული მასალის საოფისე სივრცეში ანალიზი/დამუშავება განხორციელეს.

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ექსპედიციის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით გლაციალური საფრთხეები შეფასდება და პოტენციური რისკის ქვეშ მყოფი არეალები დადგინდება.

აღსანიშნავია, რომ კლიმატური ცვლილებების ფონზე, კავკასიონის პერიგლაციალურ ზონებში მზარდია სტიქიური მოვლენების განვითარების რისკი, რის გამოც გარემოს ეროვნული სააგენტო გეოდინამიკური პროცესებისადმი მიდრეკილი ხეობების მიზნობრივ მონიტორინგს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პერიოდულად ახორციელებს.