სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ინდივიდუალური მეწარმე   ვ.  ზ.-ს კუთვნილი ფრინველთა სასაკლაო (მისამართი:გორი რაიონი, სოფ, კარალეთი)  შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლინდა , რომ მეწარმე  სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა.

ასევე,დაფიქსირდა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობები. კანონმდებლობის შესაბამისად , ბიზნესოპერატორი  დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მეწარმეებს, საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, არ აწარმოონ პროდუქცია შესაბამისი აღიარების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის სტანდარტები.