საერთაშორისო კონფერენცია „ტექნოლოგიები მებაღეობაში - ტენდენციები და შესაძლებლობები საქართველოსათვის“ სამშაბათს, 25 აპრილს,თბილისში, სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში გაიმართება.
კონფერენციაზე განიხილება მებაღეობის სექტორის გლობალური და რეგიონალური განვითარების ტექნოლოგიური ტენდენციები, რაც, თავის მხრივ, მწარმოებლურ ზრდას, პროდუქციის ხარისხის ამაღლებას, ენერგო-ეკონომიურობას და გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შემცირებას გულისხმობს.
ამასთან, ყურადღება დაეთმობა საქართველოში მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობის საკითხებს.
კონფერენციის ფარგლებში შედგება პანელური დისკუსიები თემებზე:
- მიწისქვეშა ირიგაციის პერსპექტივები საქართველოში (მონაწილეობას მიიღებენ საირიგაციო სისტემების მომწოდებლები);
- რა სარგებელი შეიძლება მიიღოს ქართულმა სამზარეულომ ვერტიკალური მიწათმოქმედებიდან (მონაწილეობას მიიღებენ კომპანიის HoReCa და საცალო ვაჭრობის სფეროს შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლები);
- მწვანე ციფრული გადაწყვეტილებები სხვადასხვა ქვეყნებში - რაში მდგომარეობს მაქსიმალური პოტენციალი (FAO-ს საერთაშორისო კონსულტანტების მონაწილეობით).
კონფერენცია ორგანიზებულია პროექტ EastFruit-ის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ: FAO-ს საერთაშორისო კონსულტანტები უკრაინიდან, მოლდოვიდან, იტალიიდან და საქართველოდან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მებოსტნეთა ასოციაციის - Latvijas dārznieks, ასევე საცალო ვაჭრობის და HoReCa-ს წარმომადგენლები, ხილ-ბოსტნეულის პროდუქციის და ტექნოლოგიური მოწყობილობის ადგილობრივი და საერთაშორისო მწარმოებლები.
ღონისძიებას გახსნის საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი.
ოთხშაბათს, 26 აპრილს, კონფერენციის მონაწილეები გორის რაიონის სოფელ კვარხითში დაათვალიერებენ Tiriphoni Gardens-ის ვაშლის ბაღებს, სადაც მოხდება კულტურების სადემონსტრაციო დამუშავება ჰორტი დრონის (აგრო დრონის) მეშვეობით.
კონფერენციის დასაწყისი:
25 აპრილი, თბილისი, სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi,
09:30სთ
სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.