2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ექსპორტზე 190.5 ათასი დოლარის ღირებულების 21.46 ტონა ლოკოკინა გავიდა. ექსპორტი ევროპის ორ ქვეყანაში - საფრანგეთსა და იტალიაში განხორციელდა. აქედან იტალიაში 7 ათასი დოლარის ღირებულების 1.22 ტონა ლოკოკინა გაიყიდა, ხოლო საფრანგეთში 183 ათასი დოლარის ღირებულების 20.24 ტონა ლოკოკინის რეალიზაცია მოხდა.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში წარმოებული ლოკოკინის ექსპორტი ორ წელს ითვლის. ქართული ლოკოკინა გასულ წელსაც ევროპაში გაიყიდა. 2022 წელს საფრანგეთსა და იტალიაში 263.5 ათასი დოლარის 44.30 ტონა ლოკოკინა გავიდა ექსპორტზე.
ცნობისთვის, 2021 წლის დეკემბრიდან, ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ევროკავშირში საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი გახდა შესაძლებელი. ცვლილებამ ადგილობრივ ბაზარს ლოკოკინების ფერმების გაშენებისკენ უბიძგა.







