2024 წელს დაფნის ფოთლის ექსპორტის ღირებულება, წინა წელთან შედარებით, 94%-ით გაიზარდა და 34.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, დაფნის ფოთლის მთავარი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთია.