2025 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში 31 ელევატორი ფუნქციონირებს, მათი ყველაზე დიდი რაოდენობა კი ქვემო ქართლშია.

"საქსტატის" მონაცემებით, ელევატორებში შენახული პროდუქციის 70% ხორბალია, 16% პროცენტი კი სოიოს შროტი - მთლიანობაში 136.7 ათასი ტონა.

საანგარიშო პერიოდში, ელევატორებში ქვეყნის მასშტაბით ყოველთვიურად 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, გაყიდული პროდუქციის მოცულობა კი 76 მლნ ლარს აღწევს. ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობს ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდის ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 77.4%.