ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშისაქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის საერთაშორისო პოპულარიზაციის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ჩინეთის აგრარულ უნივერსიტეტში პრეზენტაცია საქართველო - ღვინის სამშობლო“ გამართ.

მევენახეობის კადასტრის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმაპროფესორმა ირმა მდინარაძემპრეზენტაცია-ლექცია ვაზის ქართული ავტოქთონური ჯიშებისა და საქართველოს ველური ვაზის გენოფონდის დაცვისა და შესწავლის თანამედროვე მიდგომებზეასევე საქართველოს ვენახების კადასტრის პრაქტიკაზე წარადგინა.

ვენახის კადასტრის სისტემის დანერგვა უზრუნველყოფს ღვინის ხარისხის კონტროლსა და წარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდასპროგრამამ უკვე დაიმსახურა მაღალი ინტერესი და შესაძლოა მნიშვნელოვანი მოდელი გახდეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვისგანსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსროგორც ვაზისა და ღვინის სამშობლოს როლს მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში და ამ გამოცდილების საერთაშორისო მასშტაბით გავრცელების მნიშვნელობას”, - აღნიშნა ირმა მდინარაძემ.

ღონისძიებას ჩინეთის აგრარული უნივერსიტეტის ლექტორები და დოქტორანტები ესწრებოდნენმონაწილეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამის მიმართრომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებსპროგრამის ფარგლებში საქართველოში აღწერილია 50 ათას ჰექტრამდე ვენახის ფართობირაც უზრუნველყოფს დარგის სტრატეგიულ მართვას.