ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის ფარგლებშისაქართველოს სხვადასხვა რეგიონში ველური ვაზის შესწავლის მიზნით საველე ექსპედიციები აქტიურად მიმდინარეობსკვლევები განხორციელდა მესხეთისრაჭისლეჩხუმისიმერეთისქართლისა და კახეთის მევენახეობის ზონებში.

ველური ვაზი, იგივე ტყის ვაზი და კრიკინა ვაზი, წარმოადგენს კულტურული ვაზის წინაპარს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქართული მევენახეობის ისტორიისა და გენეტიკური მრავალფეროვნების შესწავლის პროცესში.

ველური ვაზიდან მოდის ქართული ვაზის ჯიშები, რომლებითაც ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ. დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მცენარის ეკოლოგიის შესწავლას, მისი გავრცელების არეალების და გარემოს დადგენას. ველურ ვაზს დაავადებების მიმართ გამძლეობა არ ახასიათებს, მისი რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება და მისი დაცვის გათვალისწინებით, აღრიცხვას დიდი მნიშვნელობა აქვს. აღებული მასალა შემდგომში გამრავლდება კოლექციაში მათი დაცვის მიზნით“ - აღნიშნა პროქტის ხელმძღვანელმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა დავით მაღრაძემ.

პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები უკვე აისახა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში. მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების სამეცნიერო ჟურნალში „OenoOne” გამოქვეყნდა მილანის უნივერსიტეტის მკვლევარის, გაბრიელა დე ლორენცის ნაშრომი, რომლის მიხედვითაც დადასტურდა, რომ ქართული ველური ვაზის გენეტიკური სტრუქტურა განსხვავდება ხმელთაშუა ზღვის აუზის ვაზისგან. კვლევა ეფუძნება საქართველოში შეგროვებული ნიმუშების საერთაშორისო შედარებით ანალიზს.

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული სამეცნიერო პროექტის განხორციელება 2014 წელს დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს, როგორც ღვინის კულტურის უძველესი კერის, მეცნიერული მტკიცებულებებით გამყარება, მევენახეობა-მეღვინეობის უწყვეტი ისტორიის რეკონსტრუქცია და ქართული ღვინის პოპულარიზაცია. პროექტის ფარგლებში ხორციელდება ახალი არქეოლოგიური კვლევების ხელშეწყობა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ისტორიული ეპოქის ვაზის ნაშთების სისტემატიზაცია, დათარიღება, ანალიზი და ბიოქიმიური ტესტირება.

2017 წელს, სწორედ აღნიშნული პროექტის სამეცნიერო კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი და საქართველო ღვინის სამშობლოა. აღნიშნულმა დასკვნამ ფართო საერთაშორისო გამოხმაურება მოიპოვა და გაშუქდა მსოფლიოს წამყვან მედიასა და სამეცნიერო გამოცემებში. უძველესი ღვინის აღმოჩენის ფაქტი შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში.