2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 3 მარტის ჩათვლით საქართველოდან 12.9 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 8.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 10.9 ათასი ტონით (6.3-ჯერ), ხოლო ღირებულება - 6.8 მლნ აშშ დოლარით (6.1-ჯერ) გაიზარდა.

ქართული ვაშლის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (12 848 ტონა), 60 ტონა ვაშლი ექსპორტირებულია ყაზახეთში, 21 ტონა - თურქეთში და 2 ტონა - სომხეთში.