სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს თევზის შესაბოლ საწარმოში - შპს“ კობი თევზი“ ( მის: ქ. თბილისი, ქიზიყის ქ. N62; ს/კ 400330600 ).

შემოწმებისას გამოვლინდა  კრიტიკული და არაკრიტიკული  შეუსაბამობები:

ვადაგასული სურსათი,  ჰიგიენური ნორმების,  ეტიკეტირების და მიკვლევადობის წესების დარღვევა. გარდა ამისა ,  ბიზნესოპერატორი  ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუსაბამობების გამოსწორებამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.