სოფლის მეურნეობა

ქართული ღვინის ხარისხის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან - სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

ღვინის ეროვნული სააგენტოს მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის მიერ, ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში  64 დეგუსტაცია  ჩატარდა. სულ სადეგუსტაციოდ წარდგენილი იყო  3106 ნიმუში, საიდანაც ტესტირება ვერ გაიარა  119-მა, დადებითი შეფასება მიენიჭა 2987-ს.სავალდებულო დეგუსტაციას ექვემდებარება ყველა საექსპორტო და ასევე ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები.ალკოჰოლური სასმელის ნიმუშის ორგანოლეპტიკური ტესტირება ხდება ფერსა და გამჭირვალობაზე, ტიპურობაზე, დაავადებების არსებობაზე, არომატზე, გემოსა და ჰარმონიულობაზე. შეფასება ხდება ხუთქულიანი სისტემით. დადებით შედეგად ითვლება, თუ შეფასების ბალური მაჩვენებელი ტოლია ან მეტი 1,5 - ზე.ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები უწყვეტად ახორციელებენ ხარისხის მონიტორინგს, რათა ათეულ მილიონობით ლიტრი ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს, იყოს კონკურენტუნარიანი და მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

სოფლის მეურნეობა

"8 მაისს საქართველოში ღვინის ეროვნულ დღეს აღვნიშნავთ" - დავით სონღულაშვილი

იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) კონფერენციაში „ვაზისა და ღვინის კულტურული ღირებულების აღიარება: საერთაშორისო პერსპექტივები“ მიიღო მონაწილეობა.„საქართველოში ღვინის კულტურის გავლენას შეხვდებით ყველგან - ფერწერაში, პოეზიაში, კინოში, სიმღერაში, ჭირსა თუ ლხინში. საქართველოში ღვინო მხოლოდ სასმელი არ არის, ის ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, ცხოვრების წესია, ღრმად ინტეგრირებული საზოგადოების ცნობიერებაში“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს.მინისტრმა ყურადღება საქართველოში ვაზის ჯიშთა მრავალფეროვნებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ დღეისათვის საქართველოში აღწერილია 500-ზე მეტი ვაზის ჯიში, რომლებიც წარმოადგენს უნიკალურ რესურსს როგორც მეცნიერული კვლევებისთვის, ისე მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებისთვის.„ქართული ღვინის სექტორი წარმოადგენს დინამიკურად განვითარებად დარგს, რომელიც წარმატებით აერთიანებს ტრადიციულ მეთოდებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხარისხის კონტროლს, წარმოების სტანდარტიზაციასა და ექსპორტის დივერსიფიკაციას. ქართული ღვინო დღეს წარმოდგენილია მსოფლიოს მრავალ ბაზარზე და თანდათან იმკვიდრებს პოზიციას, როგორც მაღალი ხარისხის, უნიკალური და კულტურულად გამორჩეული პროდუქტი. ბევრ ქვეყანაში შეძლებთ მის დეგუსტაციას, თუმცა, დამეთანხმებით, რომ ღვინო, ღვინის სამშობლოში მაინც განსაკუთრებულად ისმება. 8 მაისს, საქართველოში ღვინის ეროვნულ დღეს აღვნიშნავთ. სიამოვნებით გავხდებოდი ყველა იმ ადამიანის მასპინძელი, ვისაც უყვარს და აფასებს ქართულ ღვინოს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

სოფლის მეურნეობა

"იტალიას ყოველთვის შეუძლია დაეყრდნოს საქართველოს, როგორც ძლიერ პარტნიორს" - დავით სონღულაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იტალიის რესპუბლიკაში, ქ, ვერონაში გამართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენა Vinitaly-ის ფარგლებში, იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სურსათის სუვერენიტეტისა და სატყეო მეურნეობის მინისტრს ფრანჩესკო ლოლობრიჯიდას შეხვდა.„ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობა ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაღრმავდა. ვაფასებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ იტალიის მტკიცე მხარდაჭერას. ამავდროულად, იტალიას ყოველთვის შეუძლია დაეყრდნოს საქართველოს, როგორც ძლიერ პარტნიორს. ჩვენი ქვეყანა აგრძელებს კონსტრუქციული როლის შესრულებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სფეროები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა აგრარული მიმართულებით ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო პროექტების მნიშვნელობაზე.როგორც მინისტრმა ფრანჩესკო ლოლობრიჯიდამ განაცხადა, თანამშრომლობის ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას ისეთ სფეროებში, როგორიცაა მევენახეობა-მეღვინეობა, აგრობიოტექნოლოგიები, საკვების უსაფრთხოება და ხარისხის კონტროლი.„ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განვითარება, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება და თანამედროვე ანალიტიკური მეთოდების დანერგვა ხელს შეუწყობს პროდუქციის ხარისხის კიდევ უფრო ამაღლებას, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას და ექსპორტის პოტენციალის გაძლიერებას. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ეკისრება აკადემიურ ინსტიტუტებსა და კვლევით ცენტრებში თანამშრომლობის გაღრმავებას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და იტალიას შორის ექსპერტული დიალოგის რეგულარული ფორმატები შეიქმნება, რაც გულისხმობს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის თემატური სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებას.იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სურსათის სუვერენიტეტისა და სატყეო მეურნეობის მინისტრთან გამართულ შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში თამარ ლილუაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ჩიტაიშვილი ესწრებოდნენ.

სოფლის მეურნეობა

სახელმწიფოს მხრიდან ტარიფის სუბსიდირება ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის მიზანი ირიგაციის მომსახურების ახალი ტარიფისა და სუბსიდიის სქემის გაცნობა იყო.როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ტარიფის ცვლილება ემსახურება ირიგაციის სისტემის მდგრად ფუნქციონირებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან ტარიფის სუბსიდირება ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება.შეხვედრის მონაწილეებს  შესაძლებლობა ჰქონდათ,  მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დაესვათ  კითხვები და მიეღოთ დეტალური ინფორმაცია როგორც ახალ ტარიფებზე, ისე  სარწყავი სეზონის ორგანიზების საკითხებზე.

სოფლის მეურნეობა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტები გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევები ხობის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს.სოფელ ახალ ხიბულაში, ზუბის უბანში არსებულ ღელეში მოქალაქემ ელექტროიარაღის გამოყენებით ქაშაპის სახეობის 1 კგ თევზი მოიპოვა.ელექტროიარაღის გამოყენებით ცდილობდა თევზჭერას მოქალაქე სოფელ საჯიჯაოშიც, მდინარე ჭანისწყალზე, თუმცა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფაქტი მანამ აღკვეთეს, სანამ ბრაკონიერი თევზს მოიპოვებდა.ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია და ორივე ფაქტის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.ელექტროიარაღი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა.ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. ბოლო წლებში უკანონო თევზჭერის მიმართულებით ფაქტების გამოვლენის გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც  კონტროლის გაძლიერებული შესაძლებლობის შედეგია.

საქართველოს ფერმერი
"სარწყავი წყლის გადასახადის, დაახლოებით, 80%-ს სახელმწიფო ფარავს" - გიგლა თამაზაშვილი

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება საირიგაციო წყლის მიწოდების მომსახურების საფასურის სუბსიდირების პროგრამა. ცვლილების მიზანია წყლის რესურსების უფრო რაციონალურად გამოყენება, სამელიორაციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და სისტემის გამართული ფუნქციონირება.როგორც შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა აღნიშნა, მოქმედი ტარიფი  14 წლის წინ იყო დადგენილი და ვეღარ პასუხობდა  თანამედროვე მოთხოვნებს.„საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ახალი ტარიფი ეფუძნება რეალურ საოპერაციო ხარჯებს და არ მოიცავს კაპიტალურსა თუ მიმდინარე დანახარჯებს, რადგან მათ სრულად აფინანსებს სახელმწიფო. ტარიფის ცვლილებამდე სარწყავი წყლის საფასური ჰექტარზე 75 ლარი იყო, თუმცა დარჩენილ ნაწილს მაშინაც სახელმწიფო აფინანსებდა. მიღებული განკარგულებით, განისაზღვრა არა ერთჯერადი მორწყვის, არამედ ერთი კუბური მეტრი წყლის საფასური, რომელიც ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურებისთვის  0.0826 ლარს შეადგენს. ამ გათვლით, ერთი მორწყვის ციკლის ღირებულება 116.50 ლარია. ერთწლოვანი კულტურებისთვის  4 მორწყვის ოპერაციის საფასური ჯამურად შეადგენს 466 ლარს, საიდანაც 349 ლარს სახელმწიფო აფინანსებს, ხოლო მრავალწლოვანებისთვის 408 ლარს, საიდანაც 306 ლარი სუბსიდირდება. შედეგად, მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხის დაახლოებით 80%-ს სახელმწიფო ფარავს“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

"იაპონელებისთვის ქართული ღვინო განსხვავებულია, რადგან გაზრდილი ფრანგული ღვინის კულტურაზე არიან" - "მარანი გელოვანი"

"მარანი გელოვანის" დამფუძნებლის, აკაკი გელოვანის ინფორმაციით, იაპონელები აქცენტს ნატურალურ, ბიო ღვინოზე აკეთებენ.როგორც "ბიზნესპარტნიორთან" აკაკი გელოვანი აცხადებს, აღნიშნული სეგმენტისთვის ქართული ღვინის გემოვნური თვისებები განსხვავებულია, რადგან გაზრდილი ფრანგული ღვინის კულტურაზე არიან.მისივე თქმით, ტურისტული ობიექტის ღვინო იაპონიაში უკვე გადის, ხოლო პროდუქციის რეალიზაცია ყოველწლიურად მზარდია."მომავალი წლიდან ვგეგმავთ, რომ სოფელ წყლულეთში 1 ჰექტარზე ვენახი გავაშენოთ. ამჟამად, ბიო ყურძენს კახეთში ადგილობრივი მევენახეებისგან ვყიდულობთ. სერტიფიცირებული, ბიო მიმართულების ჯიშის ყურძენი ვისაც აქვს,  წლებია მათთან ვთანამშრომლობთ. რაც შეეხება წარმადობას, წელიწადში 5 000-დან 7 000 ბოთლამდე ავდივართ.კახური ჯიშის ღვინოები გვაქვს: "რქაწითელი", "კახური მწვანე", "ქისი" და "საფერავი". ექსპორტის მიმართულებით უცხოეთში 8 ქვეყანაში გავდივართ: იაპონია, აშშ, გერმანია, პოლონეთი, ავსტრია, საფრანგეთი, შვეიცარია. ამავდროულად საექსპორტო ხაზის გაფართოებაზე აქტიურად ვმუშაობთ. კერძოდ, მოლაპარაკებები ახალ იაპონელ ექსპორტიორებთან გვაქვს.იაპონელები აქცენტს ნატურალურ, ბიო ღვინოზე აკეთებენ. აღნიშნულ ქვეყანაში ქართულ ღვინოს საკუთარი ნიშის დაკავება შეუძლია, მაგრამ კონცენტრირებული მუშაობაა საჭირო. დიდი კულტურის ხალხია და ღვინის მიმართულებით გაზრდილი ფრანგულ კულტურაზე არიან. წარმოიდგინეთ მერე, უცებ ქვევრში დამზადებულ, მზისფერ ღვინოს სინჯავენ, მათთვის ქართული ღვინის გემოვნური თვისებები განსხვავებულია - მოსწონთ. იაპონიის მიმართულებით ღვინის რეალიზაცია მზარდია, რადგან მათთან კომუნიკაციას მუდმივად ვცდილობ", - აცხადებს "მარანი გელოვანის" დამფუძნებელი.ტურისტული ობიექტის წარმომადგენელი ბაზრების დივერსიფიცირებაზეც დეტალურად საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია მევენახეებმა აღნიშნული მიმართულებით აქტიურად იმუშაონ."დივერსიფიცირებაზე მუდმივად ვმუშაობთ და ერთ ქვეყანაზე დამოკიდებული ვიყოთ, ცხადია, არ გვინდა. ბაზარი ცვალებადია, აქედან გამომდინარე, სხვადასხვა, მიმართულების ათვისება სჯობს", - აცხადებს აკაკი გელოვანი.ცნობისთვის, "მარანი გელოვანი" მაღალმთიან რეგიონში, თბილისიდან 25კმ-ში, სოფელ ქვემო წყლულეთში, მდებარეობს. ექსპორტზე კი 2017 წლიდან გადის.bp.ge 

"ელიბოს მარანი" ბიო მიმართულებით განვითარებას გეგმავს

"ელიბოს მარნის" დამფუძნებლის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, ტურისტულმა ობიექტმა წლევანდელი წლიდან ვაზის მოვლა ბიო მიმართულებით უნდა დაიწყოს.როგორც მეღვინე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, პატარა მარნები  ძირითადად ხარისხზე არიან ორიენტირებულნი.მისივე თქმით, საქართველოში ბიო მიმართულება ნელ-ნელა ფეხს იკიდებს, რაშიც წვლილი სხვადასხვა, ფესტივალებსა  და სახელმწიფოს დახმარებას შეაქვს."ღვინოს ტრადიციული კახური მეთოდით ვამზადებ. სამომავლოდ, ექსპორტის მიმართულებით მინდა  გავფართოვდე. მოგეხსენებათ ამ ყველაფერს თავისი წესები აქვს და ვემზადები, რომ აღნიშნული მოთხოვნები დავაკმაყოფილო. ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი არ ვარ, ღვინოს სოციალური ქსელის მეშვეობით ვყიდი. გაყიდვების მიმართულებით, რომ გესაუბროთ დადებითი ტენდენციით ხასიათდება.ქართულ ღვინო, თუ ნატურალური წარმოებისაა ბაზარზე დიდი პოტენციალი აქვს, პატარა მარნები ორიენტირებული ძირითადად ხარისხზე ვართ. ამჟამად, ბიო მიმართულებას არ მივყვები, მაგრამ ვცდილობ შხამქიმიკატები არ გამოვიყენო, ძირითადად სისტემურ წამლებს ვიყენებ. წლევანდელი წლიდან ბიო მიმართულებაზე უნდა გადავიდე, თუმცა აღნიშნული მიმართულების განვითარებას 3-4 წელი მაინც სჭირდება. მოგეხსენებათ ბიო მიმართულება ღვინის უმაღლესი ხარისხია და ნატურალური პროდუქტის დოზირებულად მიღება ჯანსაღი და სასარგებლოა. რაც შეეხება საქართველოს ბიო მიმართულება ნელ-ნელა ფეხს იკიდებს, კარი ტემპით მიდის - ფესტივალებიც ხშირად იმართება, სახელმწიფო მევენახეებს მხარში უდგას. ზოგადად, მევენახეს ბიო მიმართულების მუშაობის დროს ორმაგი შრომა უწევს, მაგრამ შედეგი სასარგებლოა", - აცხადებს შალვა ხუციშვილი.ცნობისთვის, "ელიბოს მარანი" და ვენახი კახეთში, ართანაში მდებარეობს, ვენახის ფართობი 2 ჰექტარია. ტურისტული ობიექტი ამჟამად, ძველი ტრადიციული კახური მეთოდით რამდენიმე სახეობის ღვინოს რქაწითელს, ქისს და საფერავს აწარმოებს.bp.ge 

"ჩინეთში პროდუქციის ექსპორტი, თუ ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება, ეკონომიკაზე დადებითად აისახება" - "ელიბოს მარანი"

"ელიბოს მარნის" დამფუძნებლის, შალვა ხუციშვილის შეფასებით, ჩინეთში პროდუქციის ექსპორტი, თუ ყველა დაინტერესებული გლეხისთვის, მეწარმისთვის გაცილებით ხელმისაწვდომი გახდება, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე დადებითად აისახება.როგორც "ბიზნესპარტნიორთან" ტურისტული ობიექტის წარმომადგენელი აღნიშნავს, ზოგადად, ჩინეთში ექსპორტის განხორციელება ცოტა რთული პროცესია, რადგან დიდი ბაზარია.მისივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ქვეყანას, კერძოდ, ნებისმიერ ბაზარზე საკუთარი ნიშის დაკავება კარგია, როდესაც მეორე მხარე რეალურ თანხას იხდის."მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსი არ ვარ, როგორც ბიზნესის წარმომადგენელმა შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე, ძირითადად ჩინეთიდან პროდუქცია შემოგვაქვს. ჩინეთში ექსპორტი ცოტა რთულია, ერთეულებს პროდუქცია გააქვთ, მაგრამ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ყველა დაინტერესებული  გლეხისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. აღნიშნული ინიციატივა, თუ ყველა გლეხისთვის, მეწარმისთვის ხელმისაწვდომი იქნება, ცხადია, მივესალმები - ნებისმიერი ბაზარი კარგია, როდესაც რეალურ თანხას იხდიან. ცხადია, რაც მეტ ქვეყანაში გავალთ საქართველოს ეკონომიკისთვის უმჯობესია. ჩინეთის ბაზარს ფაქტობრივად ვერ ავუვალთ იმდენად დიდია, როგორც აშშ-ის, რუსეთის ბაზარს", - აღნიშნავს შალვა ხუციშვილი.ცნობისთვის, "ელიბოს მარანი" და ვენახი კახეთში, ართანაში მდებარეობს, ვენახის ფართობი 2 ჰექტარია. ტურისტული ობიექტი ამჟამად, ძველი ტრადიციული კახური მეთოდით რამდენიმე სახეობის ღვინოს რქაწითელს, ქისს და საფერავს აწარმოებს.ცნობისთვის,  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ეწერება ხელი.bp.ge