ველური ბუნების სააგენტოს სპეციალისტების ჩართულობით, შიდა ქართლში, ტანასა და თეძამის დაცულ ტერიტორიებზე, მდინარე ტანას შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 20 000 ქვირითით დათევზიანდა.
დათევზიანების პროცესში, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით იოსებაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტები და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი მონაწილეობდნენ.
საქართველოს ბიომრავალფეროვნების მოწყვლადი სახეობების აღდგენა და გამრავლება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება.
მდინარის კალმახის ინკუბირებული ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვის პროცენტს ადამიანის მინიმალური ჩარევით.
„წითელი ნუსხის“ სახეობა ნაკადულის კალმახის აღდგენის პროექტს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს. პროექტი მოიცავს მონიტორინგის კომპონენტსაც. ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ სახეობის ველურ ბუნებაში გამრავლების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.
სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ყოველწლიურად მიმდინარეობს ნახევარ მილიონზე მეტი კალმახის ქვირითს წარმოება და მდინარეთა დათევზიანება.
ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წლიდან შეტანილია „წითელ ნუსხაში“ და მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია.







