პალსტიკის მავნე ზემოქმედების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში,  სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირმა გურგულიანმა მოსწავლეებთან  პლასტიკის საფრთხეების და  მისი გამოყენების შემცირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პლასტმასის ჭარბი მოხმარება საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში, ყოველწლიურად, დაახლოებით 612,5 მილიონ ერთეულ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქა, თავსახური, საკვების კონტეინერი, დანა, ჩანგალი, კოვზი, ე.წ. „საწრუპი, თეფში და სასმლის მოსარევი მოიხმარება, რაც  ჯამურად 3.9 - 5.9 ათას ტონა პლასტიკს შეადგენს.