საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოდან ექსპორტირებულია 226 ტონა ლოკოკინა, რომლის საერთო ღირებულებამ 479 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 54 ტონა იყო, 71 ათასი დოლარის ღირებულებით.
მიმდინარე წლის მონაცემებით, ლოკოკინის ექსპორტის მოცულობა 4-ჯერ (319%-ით) გაიზარდა, ხოლო ექსპორტის ღირებულება 7-ჯერ (576%-ით) არის გაზრდილი. ამასთან, საშუალო საექსპორტო ფასიც 61%-ით გაიზარდა.
2026 წელს ქართული ლოკოკინა ძირითადად თურქეთსა და საფრანგეთში გავიდა. კერძოდ, თურქეთში 198 ტონა პროდუქცია ექსპორტირდა, საფრანგეთში კი - 28 ტონა.
ლოკოკინის ექსპორტი საქართველოდან ყოველწლიურად მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს. 2025 წელს ქვეყნიდან 571 ტონა ლოკოკინა გავიდა ექსპორტზე, რაც 2024 წლის მაჩვენებელს 2.1-ჯერ აღემატება.






