შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სამელიორაციო ინფრასტრუქტურას ეტაპობრივად ანახლებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სარწყავი და დამშრობი სისტემების გამართული მუშაობა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ფარცხანაყანევის ტერიტორიაზე მაშველის სარწყავი სისტემის საექსპლუატაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დაგროვილი ნალექისა და ნატანი მასისგან მაშველის არხის ცალკეული მონაკვეთები იწმინდება.
სარწყავი სისტემის მოწესრიგება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არხის გამტარუნარიანობის გაზრდას, რის შედეგადაც, წყალუზრუნველყოფა 170-ზე მეტ აბონენტს გაუუმჯობესდება. ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის სავარგულები, დაახლოებით 320 ჰექტარი მიწის ფართობი დაცული იქნება დატბორვისგან, რაც მნიშვნელოვანია სამელიორაციო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის.







