სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ხელშეკრულება 43 კოოპერატივთან გაფორმდა.  სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ  „აგროპარტნიორისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო მონაცემებით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადი ჯამში 77-მა  კოოპერატივმა შეიტანა.

უწყების ცნობით, ბიუჯეტი ჯერ ამოწურული არ არის და სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე განაცხადების მიღება  გრძელდება.

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია, რაც იმას ნიშნავს რომ 50%-ის თანადაფინანსების პირობებში, 20 მლნ ლარის მექანიზაცია  კოოპერატივების საკუთრებაში გადავა.

შეგახსენებთ, რომ კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა 6 მარტს დაიწყო.