ფერმერები ხორბლის იმპორტზე განსხვავებული დაბეგვრის შემოღებას ითხოვენ. ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ფერმერებმა გასული წლის მარაგები ვერ გაყიდეს, შესაბამისად წელს მიწების დამუშავებასაც ვერ ახერხებენ.
როგორც მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, ბოლო დღეებში საფურაჟე ხორბლის ფასი კიდევ უფრო მეტად დაეცა.
„57 თეთრამდე იყო ასული საფურაჟე ხორბლის ფასი ასული, რაც ისედაც ძალიან დაბალია იმ ფონზე, როცა თვითღირებულება ჩვენ დათვლილი გვაქვს და შეადგენს 70 თეთრს. ამ 57 თეთრიდან ისევ უკან წამოვიდა ფასები, არადა ამ დროს პირიქით იმატებდა ხოლმე. თუმცა რუსეთში მოსაკრებლის გაიაფებამ ჩვენთანაც არსებულ ფასზეც უარყოფითი გავლენა მოახდინა.“-აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ.
მისივე თქმით, საქართველოში ამ დრომდე 30 ათასი ტონა ხორბალია სარეალიზაციო.
„ხორბლის მყიდველიც არ ჩანს, დარგში შარშან ამ დროს დაიწყო პრობლემები. ფერმერებმა თვითთღირებულიების ფასადაც ვერ გაყიდეს ხორბალი. ახლა კი ბანკების გამო იძულებული არიან, რომ გაყიდონ მარცვლეული, ტექნიკა და ასე თუ გაგრძელდა უკან უკან წავალთ. რამდენიმე ათასი ჰექტარი ისევ დაუმუშავებელი დარჩა ქვეყანაში. ამ ვითარებიდან გამოსავალი არის ხორბლის იმპორტზე კონტროლი აგრეთვე დაღერღილ მარცვლეულის ისევ დაბეგვრა. მაგალითად, თუ ახლა ფქვილი და დაღერღილი მარცვლეული მოსაკრებლის გარეშე შემოდის, ამაზე უნდა დაწესდეს დროებით საიმპორტო გადასახადის დაწესება,სანამ არ მოხდება იმ დარჩენილი მოსავლის რეალიზება რაც გვაქვს.“-აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ.