"უამინდობის გამო, საჭირო რაოდენობის თაფლი ვერ ვაწარმოვეთ, საექსპორტო ქვეყნები სხვა ბაზრებზე გადაერთვნენ" - ქართველი მეფუტკრე
დასავლეთ საქართველოში,
რომელზეც ქვეყანაში
წარმოებული თაფლის
უდიდესი წილი მოდის,
ფუტკრის გავრცელებულ
პარაზიტს ებრძვიან,
რომელიც ანადგურებს
ფუტკარს, - ამის შესახებ
„ბიზნესპარტნიორს“ შპს
„დესპანის“ დამფუძნებელმა
ლადო
ვარდოსანიძემ განუცხადა.მისი
ვარაუდით, არ არის
გამორიცხული რომ ეს
დაავადება (საუბარია
ტროპოლელაპსზე)
აღმოსავლეთ
საქართველოშიც
გადმოვიდეს. „და თუ ეს
მოხდება, სავარაუდოდ,
ქვეყანაში ფუტკრების
ოჯახების რაოდენობა
განახევრდება“, - განმარტა
ვარდოსანიძემ.როგორც შპს
„დესპანის“ დამფუძნებელმა
აღნიშნა, ამ გამოწვევასთან
ბრძოლის მიზნით, მეფუტკრე
ფერმერებს შეხვედრა
ჰქონდათ სურსათის ეროვნულ
სააგენტოსთან და დაიგეგმა
სამუშაო ჯგუფების შექმნა,
რომლებიც ამ დაავადებაზე
იმუშავებენ, გარდა ამისა,
თაფლის სექტორში არსებულ
სხვა გამოწვევებსაც
გადაჭრიან.უნდა ითქვას, რომ
ქვეყანაში მეფუტკრეების
ხელშეწყობის მიზნით
გარკვეული პროგრამებიც
ხორციელდება. მათ შორის,
სოფლის განვითარების
სააგენტო მეფუტკრეებს
შესაძლებლობას აძლევს,
ახალი სკები შეიძინონ.
პროგრამის ფარგლებში,
ბენეფიციარს შეუძლია
მიიღოს თანადაფინანსება
ერთი სკის ღირებულების
არაუმეტეს 50%-ისა.
პროგრამაში მონაწილეობის
მისაღებად, პოტენციურ
ბენეფიციარს უნდა ჰყავდეს
არანაკლებ 10 ფუტკრის
ოჯახი.რაც შეეხება
ქვეყნიდან თაფლის
ექსპორტის საკითხს, აქ
კლების მაჩვენებლები
ფიქსირდება. კლება
შეინიშნება როგორც
მთლიანად წლიურ ჭრილში, ისე
რამდენიმე თვის
მონაცემებითაც.
მაგალითისთვის, 2025 წლის
იანვარ-თებერვალში
საქართველოდან ექსპორტზე
530 კილო თაფლი გავიდა, მაშინ
როდესაც გასული წლის
ანალოგიურ პერიოდში, ეს
მაჩვენებელი 13 ტონა იყო.
აღნიშნული სტატისტიკური
მონაცემები ცხადყოფს, რომ
ქვეყანას ნატურალური
თაფლის ექსპორტი თითქმის
96%-ით შეუმცირდა. მთლიანად,
გასულ 2024 წელს კი,
საქართველოდან უცხოეთში 271
ათასი დოლარის
ღირებულების თითქმის 34
ტონა თაფლი გაიყიდა, რაც 2023
წელთან შედარებით,
მოცულობაში თითქმის 70%-იანი
შემცირებაა.„უნდა ითქვას,
რომ ქართული თაფლის
გასაღების მთავარი ბაზარი
2024 წლამდე ევროკავშირი
იყო. მაგალითად, 2023 წელს
ყველაზე დიდი მოცულობით
თაფლი ექსპორტზე
საფრანგეთში გავიდა,
მანამდე ამ კუთხით
ბულგარეთი ლიდერობდა, 2024
წელს კი აღნიშნულ
პოზიციაზე - აზერბაიჯანი
დაწინაურდა“, - აღნიშნა
ლადო ვარდოსანიძემ.მან
საექსპორტო ბაზრების
ცვლილებასა და ექსპორტის
კლების მიზეზებზეც
ისაუბრა. შპს „დესპანის“
დამფუძნებლის თქმით,
ექსპორტში კლების მიზეზი,
ბოლო წლებში, ქვეყანაში
დაფიქსირებული ცუდი
კლიმატური პირობები გახდა,
რის გამოც, საჭირო
რაოდენობის თაფლი
(საუბარია აკაციის თაფლზე)
ვერ აწარმოეს, შესაბამისად,
ის რაოდენობა, რასაც
საექსპორტო ქვეყნები
ითხოვდნენ, ვერ მიაწოდეს.
ამის გამო, ეს ბაზრები სხვა
მომწოდებლებზე
გადაერთვნენ, მათ შორის -
ჩინეთზე, რომელიც
დაბალფასიან თაფლს
აწარმოებს.ლადო
ვარდოსანიძე ამბობს
იმასაც, რომ ქართული თაფლი
მაღალი ხარისხიდან
გამომდინარე, მაღალ საფასო
სეგმენტში გადის,
შესაბამისად, საექსპორტო
ბაზრებზე გასვლაში, მაღალი
ფასიც უშლის
ხელს.ცნობისთვის, ამჟამად,
ქვეყანაში
ოფიციალურად 1300-მდე
საფუტკრე მეურნეობაა
დარეგისტრირებული,
რომლებიც 53 ათასზე მეტ სკას
მოიცავს.bp.ge