„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი  ქვემო ქართლში, თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საირიგაციო სისტემებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო. გიგლა თამაზაშვილმა  დაათვალიერა ალგეთის წყალსაცავი, წერეთლის და აღმაშენებლის სარწყავი სისტემა და ხრამ არხის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობა. გენერალურმა დირექტორმა და რეგიონული სამსახურის თანამშრომლებმა სარწყავი სეზონის მიმდინარეობა განიხილეს და ინფრასტრუქტურული ობიექტების გამართულად მუშაობისთვის საჭირო საკითხებზე იმსჯელეს.

ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო წარმოების ზრდისთვის გამართული სარწყავი ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.

კომპანია მუდმივ რეჟიმში ახორციელებს მონიტორინგს, რათა თითოეულ წყალმომხმარებელს მომსახურება დროულად, შეუფერხებლად და მაღალი ხარისხით მიეწოდოს.

„საქართველოს მელიორაციის“ უმთავრეს პრიორიტეტს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება და ფერმერებისთვის საიმედო, მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდება წარმოადგენს. კეთილმოწყობილი და გამართული ინფრასტრუქტურა რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების მთავარი გარანტიაა.