საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს საქართველოს მელიორაცია ქვეყნის მასშტაბით საირიგაციო და სადრენაჟე არხების რეაბილიტაციას რეგულარულად აგრძელებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში აღმაშენებლის მაგისტრალური არხის გამანაწილებელ ქსელზე 1-კილომეტრიანი მონაკვეთი ნატანი მასისგან გაიწმინდა, რამაც საგრძნობლად გაზარდა წყლის გამტარუნარიანობა.

გარდა ამისა, წყლის დანაკარგის მინიმუმადე  შემცირების მიზნით, 100 მეტრის სიგრძეზე აღდგა ამორტიზებული მილსადენი, ხოლო დაზიანებული ღარების ნაცვლად 100-მეტრიანი აკვედუკი მოეწყო.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, დაახლოებით 40 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საირიგაციო წყლის მიწოდება, რაც ხელს შეუწყობს მოსავლიანობის ზრდას.