შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქობულეთის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს, რის შედეგადაც 40 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა ჭარბტენიანობისგან იქნება დაცული.

ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს ტოგონას მასივის ტერიტორიაზე,  სოფელ ალამბარში, სადაც  სპეციალური ტექნიკის გამოყენებით სადრენაჟე არხები  დაგროვილი ნატანი მასისა და მცენარეული საფარისგან იწმინდება.

არხის საერთო სიგრძე 4 615 მეტრია, აქედან ამ დროისთვის 600 მეტრზე მეტია გაწმენდილი. სამუშაოების დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ტოგონას მასივის სადრენაჟე სისტემის მუშაობა.

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით უზრუნველყოფს სარწყავი და სადრენაჟე სისტემების გამართულ ფუნქციონირებას და ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას.