გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში,  ხობის მუნიციპალიტეტში გაწმენდით სამუშაოებს ატარებს. სოფლებში - პატარა ფოთსა და ჭალადიდში,  ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან  ჭალადიდის დამშრობი მასივის  7 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური არხი იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას  გაზრდის. შედეგად,  უხვი ნალექის დროს, 730 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო  მიწის ფართობი და მიმდებარედ არსებული საკარმიდამო ნაკვეთები დატბორვისგან  იქნება დაცული. საქართველოს მელიორაცია  სამუშაოებს  ნოემბერში დაასრულებს.

აღსანიშნავია, რომ, 2012-2024 წლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დრენირებულია 12,395 ჰექტარი მიწის ფართობი.