შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გაწმენდით სამუშაოებს ატარებს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მდებარე ლომატურცხის მაგისტრალური არხის 21,5-კილომეტრიანი მონაკვეთი მცენარეული საფარისა და ნატანი მასისგან იწმინდება.

აღნიშნული სისტემა ემსახურება სოფლებს: ალათუმანს, კოჭიოს, ღადოლარს, ლომატურცხს, ტურცხს, კოთელიას, ხანდოსა და ვარევანს.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება არხის გამტარუნარიანობა, რაც 300 ჰექტარ  სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.

მსგავსი სამუშაოები სამელიორაციო სისტემების გამართულ ფუნქციონირებასა და ფერმერებისთვის წყლის შეუფერხებელ მიწოდებას უზრუნველყოფს.