შპს „საქართველოს მელიორაცია“ საირიგაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და მოდერნიზაციის სამუშაოების ფარგლებში, სოფელ კუმისში სარწყავ სისტემას აწესრიგებს.

სოფელ კუმისის გამანაწილებელ არხზე სრულად შეიცვალა ამორტიზებული ინფრასტრუქტურა, ძველი და დაზიანებული ფოლადის მილსადენი ახლით ჩანაცვლდა.

​მილსადენის განახლება მკვეთრად შეამცირებს წყლის დანაკარგს, უზრუნველყოფს სისტემის შეუფერხებელ მუშაობას და 150 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყალუზრუნველყოფას.

​სარწყავი სისტემის მოწესრიგება ადგილობრივ ფერმერებს საშუალებას მისცემს, თავიდან აიცილონ გვალვისგან გამოწვეული ზარალი და გაზარდონ მოსავლიანობა.

​„საქართველოს მელიორაცია“ მსგავსი ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქვეყნის სხვა რეგიონებშიც ახორციელებს, რათა მაქსიმალურად იყოს ათვისებული სასოფლო-სამეურნეო მიწების პოტენციალი.